შეგიძლიათ თუ არა რუსთავის პარკში პიკნიკის მოწყობა

2020-07-12 18:34:54

"შესაძლებელია თუ არა რუსთავის ცენტრალურ პარკში პიკნიკის მოწყობა"- ამ კითხვით ინფო რუსთავს რუსთაველებმა მიმართეს.

აღნიშნული საკითხის გასარკვევად "ინფო რუსთავი" რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი გოროზიას, დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ პარკის ტერიტორიაზე პიკნიკის მოწყობა, რაიმე დღესასწაულის გადახდა და ალკოჰოლური სასმელის მიღება აკრძალულია.

გამონაკლისი დაშვებულია არასრულწლოვანთა დაბადებისდღის გადახდის შემთხვევაში.

"დაბადებისდღის გადახდას, როგორც წესი ნებას ვრთავ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლისთვისაც მერიაში უნდა დაიწეროს სპეციალური განცხადება. დაბადებისდღეზე უნდა იყოს გამოყენებული გამაგრილებელი სასმელები, ლიმონათი და ასე შემდეგ, ალკოჰოლის გარეშე",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გიორგი გოროზიამ.