9 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-07-08 17:25:44

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

9 ივლისს 07:00-დან 07:20 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, კლდიაშვილის, გურამიშვილის, თავგორაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.