დარღვევა რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსებში

2020-07-08 16:57:45

თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის, განცხადებით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო მიკროავტობუსებში მგზავრთა გადაყვანისას დარღვევა დაფიქსირდა.

კერძოდ იყო შემთხვევა, როდესაც მიკროავტობუსში სკამების ჩამატება მოხდა. მაია ბითაძის განცხადებით, კომპანიას ამის გამო კატეგორიული შენიშვნა მისცეს.

რაც შეეხება ავტობუსებს და მეტროს, ის ორი მიმართულება, რომელსაც უშუალოდ მერია აკონტროლებს, ამ მიმართულებებს ჩვენი კონტროლიორები და მონიტრინგის თანამშრომლები ყოველდღიურად აკონტროლებენ. პრაქტიკულად, ძალიან მცირეა გადატვირთულობის გამოვლენა, თუმცა, როდესაც გვაქვს გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსებს ვგულისხმობ, ზოგიერთ ხაზზე მოსახლეობას რეკომენდაცია ეძლევა, რომ თავი შეიკავოს ასვლისგან და დაელოდოს შემდგომ სატრანსპორტო საშუალებას. რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებს, ჩვენ ამის თაობაზე არაერთხელ გვსმენია და პრაქტიკულად, ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს სამარშუტო კომპანიების მფლობელებთან, რომ მათ დამატებითი ღონისძიებები გამოიყენონ იმისთვის, რომ მძღოლებმა არ დაუშვან მგზავრთა გადატვირთვა ავტობუსებში. გარკვეული შემთხვევა გვქონდა რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსებში, სადაც სკამი იყო დამატებული, რაზეც კომპანიას კატეგორიული შენიშვნა მიეცა“,-განაცხადა მაია ბითაძემ.

ფოტოს ავტორი: ქეთი ხმალაძე