მცხეთაში მამა-შვილი მოკლეს

2020-07-08 01:05:01

მცხეთაში მამა-შვილი მოკლეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც მკვლელობით დასრულდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ეკიპაჟები.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.

ამ დროისთვის მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.