ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-07-07 23:00:35

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქვემო მაჩხაანი - ბოდბისხევის გზაზე მსუბუქი ავტომობილი ელექტროსანათის ბოძს დაეჯახა.

შეჯახების შედეგად 1 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 2 დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებულები წნორის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.