მეორე დღეა რაც ეროვნული გამოცდები დაიწყო და დღეს აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში გამოცდაზე დარეგისტრირებული 309 აბიტურიენტი იყო, რომელთაგანაც 22 არ გამოცხადდა.
რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილის ინფორმაციით, გამოცდის დაწყებამდე მაღალი ტემპერატურა არცერთ აბიტურიენტს არ დაფიქსირებია.