რუსთავში გარე განათების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები ამ ეტაპზე, წმინდა ნინოს ქუჩაზე ხორციელდება, სადაც ენერგოეფექტური დიოდური(LED) სანათები მონტაჟდება.
გარე განათების ქსელის განახლება უკვე დასრულდა მშენებელთა ქუჩაზე. სამუშაოებს მერიის ა(ა) იპ ,,რუსთავსერვის ცენტრი’’ ახორციელებს.
გარე განათების ქსელის განახლება ეტაპობრივად, ქალაქის ყველა უბანში მოხდება.