გამოცდის პასუხების ფურლები კარანტინში მოთავსდება

2020-07-06 17:04:12

აბიტურიენტთა საგამოცდო პასუხები რამდენიმე დღიან კარანტინს გაივლიან.

ამის შესახებ ინფორმაცია შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ, გაავრცელა.

ნაშრომების გასწორება იწყება, როდესაც დამთავრდება კონკრეტული საგნის გამოცდა და როდესაც რამდენიმედღიან კარანტინს გაივლის პასუხების ფურცელი. დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ დაიწყება გასწორება“, - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მისაღები ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დღეს დაიწყო.