მთავრობის გადაწყვეტილება

2020-07-06 14:30:12

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, უახლოეს დღეებში შიდა ავიარეისები აღდგება.

ამასთან, მან ევროკავშრის მხრიდან საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად დასახელებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. მისივე თქმით, საქართველო ევროკავშირის ყველა სახლემწიფოსთან მუშაობს კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე ტურისტული მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით.