ქმარმა ცოლი მაშინ მოკლა როცა ქალს ეძინა

2020-07-06 10:58:55

სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხება ცნობილი. გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ ქმარმა ცოლი მაშინ მოკლა, როცა ქალს ეძინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა.

მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა.

როგორც მეზობლები ყვებიან, იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ხშირად იმყოფებოდა.

„მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ“, - ამბობენ მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ სურამში ქმარმა ცოლი წუხელ მოკლა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.