გამოცდის პირველი დღე რუსთავში

2020-07-06 10:40:11

რუსთავის საგამოცდო ცენტრში დარეგისტრირებული 307 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე 14 არ გამოცხადდა. პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბიტურიენტები ამ წუთებში წერენ.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, საგამოცდო ცენტრში, ერთიანი ეროვნული გამოცდა, მშვიდ ვითარებაში, რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით მიმდინარეობს.  

მურადაშვილის ინფორმაციითვე, თერმოსკრინინგის შედეგად ტემპერატურა დაუფუქსირდა რამდენიმე აბიტურიენტს.

"რამდენიმე აპლიკანტს დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.0, 37.1, 37.2 გრადუსი, რომლებიც გადავიყვანეთ ცალკე მოსაცდელ ოთახში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მალევე განმეორებით გავუზომეთ ტემპერატურა და უკვე დაწეული ჰქონდათ", - განაცხადა ზვიად მურადაშვილმა.

რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, აბიტურიენტები მაქსიმალურად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, მათ გაიარეს დეზობარიერები და საგამოცდო სივრცეებში  სოციალური დისტანცირების გათვალისწინებით მოხვდენენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები