ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. [ვიდეო/video]
დავით გარეჯის ქუჩაზე ავტომობილი 2 ქვეითს დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად 60 წლამდე 2 ქალი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.