კომპანია "რუსთავის წყალი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"სოფ. ალგეთის მ/ტ-ზე დ=800 მაგისტრალურ მილსადენზე მომხდარი ავარიული დაზიანების გამო წყლის მიწოდება მოულოდნელად შეეზღუდათ რუსთავში, მარჯვენა სანაპიროსა და ჭყონდიდელის დასახლების მოსახლეობას."
"ინფო რუსთავს" "რუსთავის წყალში" განუცხადეს რომ წყლის მიწოდება აღდგება 6 ივნისს, დილის 09:00 სთ-დან.