ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.
თბილისის ქუჩაზე ერთმანეთს ველოსიპედისტი და "ნისანი"-ს მარკის ავტომობილი დაეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
ავტომობილის მძღოლი "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ ის მოძრაობდა მაჩაბლის ქუჩიდან თბილისის ქუჩის მიმართულებით რა დროსა შენიშნა ველოსიპედისტი და დაამუხრუჭა. ველოსიპედისტი კი აცხადებს რომ ეცადა აერიდებინა ავტომობილისთვის თუმცა მიუხედავად ამისა მაინც დაშავდა.
ახალგაზრდამ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო.