რამდენი ავარია მოხდა რუსთავში

2020-07-04 11:53:33

ივნისის თვეში, "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის მასშტაბით და მის მიმდებარედ მომხდარი 18 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

სამწუხაროდ, გასულ თვეში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 14 კი დაშავდა.

ასევე, დაფიქსირდა ავარიის შედეგად პირუტყვის დაცემის ფაქტიც.

ივნისში, ყველაზე მეტი, 4 ავარია, მეგობრობის გამზირზე მოხდა. ასევე, "ინფო რუსთავის" ობიექტივში მოხვედრილი ავტოსაგზაო შემთხვევების უმეტესობა რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ფიქსირდება. ავტობანზე მომხდარი ავარიების შედეგად, საერთო ჯამში, 3 ადამიანი დაშავდა. სწორედ ამ  მონაკვეთზე დაეცა პირუტყვიც.

ავტოსაგზაო შემთხვევები გასულ თვეში ასევე რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე, რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ  გზაზე, კოსტავას გამზირზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მე-12 მიკრორაიონში ფიქსირდება. რაც შეეხება გარდაცვალებას, ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მშენებელთა ქუჩაზე მომხარ ავარიას.

"ინფო რუსთავის" ბოლო თვის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და მის შედეგად დაშავებული ადამიანების რაოდენობა ივნისის თვეში გასულ თვეებთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუ არ ჩავთვლით იმ პერიოდს, როცა საავტომობიილო მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით აკრძალული იყო.