რუსთავიდან გაგზავნილი ტესტის პასუხები ცნობილია

2020-07-04 10:45:27

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე 5 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, 5-ვე პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა, დღეს, ამ დროის მონაცემებით, რუსთავის ცხელების ზონას ახალი პაციენტები არ მიუღია.