ახალგაზრდა მდინარეში დაიხრჩო

2020-07-03 19:51:20

სენაკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტეხურში, 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მდინარეზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, წყალში გადახტომისას ახალგაზრდა ბიჭს გული გაუჩერდა. ადგილზე მისულ სამაშველო ეკიპაჟს ახალგაზრდა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფოტო არ ასახავს რეალობას.