აფეთქება თურქეთში [video]

2020-07-03 19:36:32

თურქეთში, საქარიის პროვინციაში ფოიერვერკების ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 2  ადამიანი დაიღუპა, 75-ზე მეტი კი დაშავდა. [video/ვიდეო]

აფეთქების ხმა ქარხნიდან 50 კილომეტრის რადიუსში ისმოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების მანქანები და სამაშველო ბრიგადები.

აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.