მოხუცი ქალი ცეცხლში დაიწვა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მაჩხაანში ხანძარს მარტოხელა მოხუცი ემსხვერპლა.
"ინფო რუსთასვი"-ს ინფორმაციით, ქალი საკუთარ ეზოს და ბაღს ასუფთავებდა რა დროსაც ცეცხლი ბალახს წაუკიდა.
ბალახიდან ცეცხლი მალევე გავრცელდა და ქალს მოეკიდა, მოხუცმა ხანძარს თავი ვერ დააღწია და ადგილზე დაიწვა.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.