4 ივლისს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-07-03 16:41:26

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

4 ივლისს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში გაგარინის, მშენებელთა, მარის არხის, ქაშაკაშვილის, სააკაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.