აქცია რუსთაველი ბიჭის დასახმარებლად [photo]

2020-07-03 15:04:37

რუსთავში, რუსთაველ გიორგი ინანიშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.

19 წლის ახალგაზრდას იუნგის სარკომა დაუდგინდა.

ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ მას ისევ ესაჭიროება ოპერაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა, რისი ღირებულებაც 90 000 ლარზე მეტია.

გიორგის დასახმარებლად მისი მეგობრები გაერთიანდნენ და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქველმოქმედო აქცია გამართეს, სადაც სხვადასხვა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ჰქონდათ წარმოდგენილი.

საქველმოქმედო ზარის განხორციელება შესაძლებელია ჯეოსელის, მაგთის და ბილაინის აბონენტებისთვის.

დარეკეთ - 0 901 700 177 (ზარის ღირებულება 1 ლარი) 

თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის / Express Pay და თიბისი ბანკის / tbc pay სწრაფი გადახდის აპარატებიდან 24 საათის განმავლობაში, მთელი საქართველოს მაშტაბით.(მინიმალური შენატანი 1 ლარი) ქველმოქმედებაში მოძებნეთ ფონდი სიკეთის კვალი.

საბანკო რეკვიზიტები.

საქართველოს ბანკი:

GEL, USD, EUR - GE70BG0000000013254600


თიბისი ბანკი:

GE33TB7019845061600013

პ/ნ-01012018804

მიმღები - თამარ მჭედლიშვილი( დედა)

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ გიორგის დედას - 592 47 77 11.