ვითარება რუსთავის ცხელების ზონაში

2020-07-03 11:06:46

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში არსებული ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევებზე 5 პაციენტის ბიოლოგიური მასალა გაგზავნეს - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ განუცხადა.

პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ყველა პაციენტის ტესტის პასუხი ახალ კორონავირუსზე უარყოფითია.

როგორც "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, დღეს რუსთავის ცხელების ზონიდან ლაბორატორიაში კიდევ 3 პაციენტის საკლვლევი მასალა გაიგზავნა.