ვინ იქნება ქართული ოცნების კანდიდატი რუსთავში

2020-07-03 00:59:38

ვინ იქნება ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი რუსთავში? აღნიშნული კითხვა უკვე დიდი ხანია უპასუხოდ არის.

"ინფო რუსთავმა" გაარკვია თუ რომელ კანდიდატურებს განიხილავენ პარტიაში.

ამ ეტაპზე საუბარია 3 პირზე, ესენი არიან: ნინო ლაცაბიძე, შოთა რეხვიაშვილი და პაატა მხეიძე.

მცირე ინფორმაცია მათთვის ვისაც არ აქვს ბიოგრაფიული ცნობები ზემოთ ჩამოთვლილ პირებზე.

ნინო ლაცაბიძე 35 წლის, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი, ისნის მაჟორიტარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი, არის რუსთაველი. 2008 წლიდან მუშაობდა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში სხვადასხვა თანამდებობებზე. დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები ნახეთ ამ ლინკზე.

შოთა რეხვიაშვილი 54 წლის, ამჟამად არის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა შსს-ში და პროკურატურაში. მათ შორის 1995-1999 წწ. რუსთავის პროკურატურა, უფროსი გამომძიებელი; 1999-2001 წწ. რუსთავის პროკურატურა, პროკურორის უფროსის თანაშემწე. 2004-2008 წწ. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, საოლქო პროკურორი. სანამ დაინიშნებოდა რწმუნებულად 2014 წლიდან იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე. დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები ნახეთ ამ ლინკზე.

პაატა მხეიძე 60 წლის. ამჟამად არის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი (ქართული ოცნებიდან). ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავში: 1977-1981 წწ. რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; 1983-1984 წწ. რუსთავის შემკეთებელ-მექანიკური ქარხნის ზეინკალი; ასევე მუშაობდა საქართველოს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, თბილისის მერიაში, გარემოს დაცვის სამინისტროში და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. დამატებითი ბიოგრაფიული ცნობები ნახეთ ამ ლინკზე.

პარტია ქართული ოცნება სავარაუდო კანდიდატების შესახებ ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებს. არსებული ინფორმაციით პარტია ივლისის ბოლოს მაჟორიტარებს ოფიციალურად წარადგენს. აქვე აღსანიშნავია რომ რუსთავში, წინა არჩევნებისგან განსხვავებით იქნება 1 მაჟორიტარი დეპუტატი. შეგახსენებთ რომ რუსთავის სამაჟორიტარო ოლქს ასევე დაემატა გარდაბნის 10-მდე სოფელი.