ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2020-07-02 20:10:31

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე.  

ორ დაპარკინგებულ ავტომობილს "ჟიგულის" მარკის მანქანა შეეჯახა.  

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.  

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.