როგორი იქნება მამათა მონასტერი (ფოტო)

2017-05-16 11:26:03

რუსთავში სამონასტრო კოპლექსი შენდება. მშენებოლბა რუსთავის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტაძრის გარკვეული ნაწილი უკვე აშენებულია. გუმბათოვანი ეკლესიის აგება სექტემბრში დასრულდება, რაც შეეხება კომპლექსს, სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის დასრულება 3-4 წელში იგეგმება. კომპლექსს იღუმენი დანიელი (მაისურაძე) უხელმძღვანელებს. იღუმენი დანიელის განცხადებით, კომპელქსში რამდენიმე შენობა განთავსდება, იქნება დიდი სატრაპეზო, კელიები, ბიბლიოთეკა და ხატწერის ოთახები. მონასტერში ყოფნა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. „ვინც მორწმუნეა და ვისაც სურვილი ექნება რაღაცა შეცვალოს თავის ცხოვრებაში, მათ შეეძლებათ დარჩენა, ან მოკლე ვადით ან ბერად" - განაცხადა „ინფო რუსთვათან“ საუბარში იღუმენმა დანიელმა. მონასტერში ყოფნა ერთდროულად 30-მდე ადამიანს შეეძლება.