შეხვედრა რუსთავის მერიაში

2020-07-02 14:18:14

რუსთავის მერიაში ადგილობრივ თვითმართველობას, კერძო და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც ამ სექტორების შორის ურთიერთობის განმტკიცებაა.

შეხვედრას რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის ინოვაციების ჰაბის გამგეობის თავმჯდომარე და ადგილობირივი ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენ რამდენიმე თვის წინ, ჯერ კიდევ სანამ პანდემიური პროცესები წავიდოდა დავიწყეთ მუშაობა, რომ შეგვექნმა ბიზნეს საკონსულტაციოს საბჭო ადგილობრივ თვითმართველობასთან, სადაც შევიდოდნენ ადგილობრივი ბიზნესმენები და მჭიდროდ ვიმუშავებდით იმ საკითხებზე, რაც ქალაქისთვისაა მნიშვნელოვანი და ბიზნეს სექტორს ჩავრთავდით.

სამწუხაროდ, რამდენიმე თვიანი წყვეტის შემდეგ თავიდან გვიწევს ყველაფრის დაწყება.

ასევე რუსთავის ინოვაციების ჰაბი ჩეხ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიც არის შეიქმნას თანამშრომლობის ქსელი კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის უმუშევრობის შესამცირებლად. დღევანდელი შეხვედრა ამასაც ეხებოდა",- განაცხადა რუსთავის ინოვაციების ჰაბის გამგეობის თავმჯდომარემ რევაზ ბარბაქაძემ.

რევაზ ბარბაქაძი თქმით, ჩეხი პარტნიორები მუშაობენ სტრატეგიულ დოკუმენტზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო სექტორებს შორის. მოხდება ჩეხური გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგება.

ამ ეტაპისთის უკვე მიმდინარეობს საბჭოს იურიდიული გაფორმება და დებულების დამტკიცება, ამის შემდგომ კი საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება მოხდება.

"შეხვედრა შეეხებოდა რუსთავის განვითარების სტრატეგიას და სტრატეგიის განხორციელებაში კერო კომპანიებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლობას ბიზნეს საბჭოს ფორმატში, რომლის მიზანია ბიზნესმა მისცეს გარკვეული კონულტაციები მერიას ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით",- განაცხადა შეხვედრაში მონაწილე ბიზნესმენმა შპს Basalt Fibers-ის გენერალურმა დირექტორიმა, ივერი ქუცნაშვილმა.