რუსთავში სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს [photo]

2020-07-02 11:46:28

რუსთავის მასშტაბით სანიაღვრე სისტემების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

პრობლემურ ლოკაციებს სპეცტექნიკით ამუშავებენ. აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "სანტექსერვისი" ახორციელებს. "რუსთავსერვის ცენტრი"-ს ინფორმაციით, ტენდერის ღირებულება 100 000 ლარია.

" პრობლემურ ლოკაციებს "რუსთავსერვის ცენტრის" სანიაღვრე განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მივყვებით და ვამუშავებთ. სამუშაოები მარტის თვეში დაიწყო და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება ", - განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

სამუშაოები ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ დაათვალიერეს.