ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-07-02 10:57:54

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ჭყონდიდელის დასახლებაში, "დოჯი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა და შემდეგ რამდენჯერმე გადატრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ავარიის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა, მათი გადაყვანა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა.

"ინფო რუსთავს" საავადმყოფოში განუცხადეს რომ მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღიათ.