რუსთავში პირუტყვს დააკავებენ

2020-07-03 00:10:38

რუსთავის ტერიტორიაზე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესის დაცვა და კონტროლის განხორციელება ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრს” დაევალა.  ამის შესახებ დადგენილება რუსთავის საკრებულომ მიიღო.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის, გიორგი გოროზიას განცხადებით, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, მესაკუთრის დაჯარიმებას გამოიწვევს, პირუტყვს კი სამსახურის წარმომადგენლები სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე გადაიყვანენ.

"სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და მოვლა -პატრონობა დაგვევალა ჩვენ. მსხვილფეხა პირუტყვი გვხვდება ცენტრალურ გზებზე, გამწვანების ზოლში, სკვერებში, პარკებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქალაქის ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ან მეთვალყურის გარეშე ყოფნა, გარდა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, გამწვანების ზოლში, პარკებში, სკვერებში გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მსხვილფეხა პირუტყვის გადაყვანა მოხდება სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე და ეს არის “რუსთავსერვის ცენტრის” შემადგენლობაში არსებული ტყე-ჭალის ტერიტორია. გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები კი ასეთია, გადაყვანა - 70 ლარი, დღიური მოვლა-პატრონობა 30 ლარი. ამ თანხების ანაზღაურება დაეკისრება მეპატრონეს", - აცახდებს გიორგი გოროზია.

გოროზია განმარტავს პროცედურებსაც, თუ როგორ მოხდება მეპატრონეების მოძებნა.

"ჩვენ განვახორციელებთ ზარს 112-ზე, თუ მეპატრონე ადგილზე არ იყო. თუ ვერ მოხდა მეპატრონის იდენტიფიცირება 30 კალენდარული დღის განმავლობაში, პირუტყვის რეალიზება მოხდება აუქციონის გზით", - განაცხადა "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა.

აღსანიშნავია, რომ მესაკუთრეებს აქვთ გამოყოფილი სპეციალური ტრასები, ე.წ. "გადარეკვის ტრასები", სადაც მათ შეუძლიათ მოახდინონ პირუტყვის გადარეკვა.

ეს დროებია გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი დილის 6 საათიდან 8 საათამდე, ხოლო საღამოს 19 საათიდან 21 საათამდე. ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დილის 8-დან 10-მდე და საღამოს 17 საათიდან 19 საათამდე.