ვადაგასული პროდუქტის რეალიზაცია რუსთავში

2020-07-01 17:18:07

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ივნისის თვეში რუსთავში 1 ობიექტი დააჯარიმა.

სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოში აცხადებენ, რომ სასურსათო მაღაზია ინსპექტირების ფარგლებში, ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის გამო, 1000 ლარით დაჯარიმდა.

სამსახურის ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში 103 ობიექტი შემოწმდა. ერთი ობიექტი დაჯარიმდა მარნეულშიც. ლიპარტელიანის თქმით, აღნიშნული ობიექტი მარნეულში არსებული ცხოველთა სასაკლაოა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს