უკრაინაში ქართველები დააკავეს [video]

2020-07-01 14:25:42

უკრაინის პოლიციამ სპეცოპერაციის დროს დანაშაულებრივი ორგანიზაციის 4 წევრი დააკავა, რომელთა შორის 2 ქართველი კაცია. [ვიდეო/video]

ინფორმაციას უკრაინული პოლიცია ავრცელებს.

დაკავებულებს ბრალად კიევში სახლების ძარცვა ედებათ.

დაკავებული ქართველები წარსულში ნასამართლევები არიან. 42 წლის კაცს საქართველოში მკვლელობაზეა ნასამართლევი, ხოლო 43 წლის მამაკაცი იარაღის უკანანო ფლობისთვისაა ნასამართლევი.

დაკავებულების სახლის ჩხრეკისას პოლციამ მოპარული ძვირფასი სამკაულები და ძარცვისთვის საჭირო ნივთები ამოიღეს.

ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულებისთვის 15 წელზე მეტით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები