მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-07-01 00:05:54

3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 1 ივლისი +33°C, 2 ივლისი +33°C, 3 ივლისი +34°C, 4 ივლისი +35°C.