"ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და აცნობეს რომ რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს კი შემდეგი ვიტარება დახვდა.
აღმოჩნდა რომ 40 წლამდე მამაკაცი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და გზაზე იწვა.
გამვლელმა მძღოლმა შენიშნა მამაკაცი და ავტომობილი ისე გააჩრეა რომ სხვა მანქანას ასფალტზე მწოლიარე მამაკაცისთვის არ დაერტყვა.
ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მამაკაცი რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო და გზის სავალ ნაწილზე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა "კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.