ხმაური საკრებულოს სხდომაზე [video]

2020-05-30 16:07:51

რუსთავის საკრებულოს სხდომა, რომელიც მედიისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო დღეს გაიხსნა. 

სხდომა ხმაურით წარიმართა. [ვიდეო/video]

სხდომაზე დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს, რა დროსაც საკრებულოს თავმჯდომარეს, ლევან ონიანისა და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრს, ნანა შატბერაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნანა შატბერაშვილმა აღნიშნა რომ, რუსთავის ბიუჯეტს აქვს სეკვესტრი და მათ ეს მიულოცა.

"ჩემმა კოლეგამ აღნიშნა რომ ჩვენ გვაქვს სეკვესტრი და ეს მოგვილოცა, დავიწყებ იქიდან რომ ეს სეკვესტრი არ ყოფილა, მნიშვნელობა თუ არ იცის შეუძლია მოიძიოს. ეს სეკვესტრი არ ყოფილა და რომც იყოს მოსალოცი ნამდვილად არ იქნებოდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ირონიაა," -  განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.

"ჩვენი კამათი მოჰყვა ბიუჯეტში შეტანილ ცვლილებებს, რაც ნიშნავს იმას, რომ 1 000 000 ლარით შემცირდა რუსთავის ბიუჯეტი. სიტყვა სეკვესტრმა შეაშინა და დააბნია ქართული ოცნების უმრავლესობა რუსთავის საკრებულოში," - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ნანა შატბერაშვილმა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა 10 საკითხი განიხილეს და ათივე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

კამათის ამსახველი ვიდეო ნახეთ აქ.