ახალი დეტალები შეყვარებულის დაწვის საქმეზე

2020-06-30 15:04:27

24 წლის მამაკაცის მიერ ყოფილი შეყვარებულის განზრახ მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდბა ცნობილი.

დაზარალებულის ერთ-ერთი მეზობელი სოფიო ხუნდაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ყვება, რომ მამაკაცმა ეზოში ჯერ ბენზინი მოასხა, შემდეგ კი „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. 

მომხდარ ფაქტზე საუბრობს ერთ-ერთი თვითმხილველიც.

"აფეთქების ხმა იყო, რომელსაც გოგონას განწირული ღრიალი მოჰყვა. საწყალ გოგოს ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა. გოგონა იმდენად შოკურ მდგომარეობაში იყო, იმას ვერ აცნობიერებდა რომ გადარჩა, ტიროდა იმას, რომ დაამახინჯეს", -ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანატოლ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეყვარებულთან დაშორებული იყო და შერიგებას აიძულებდა, უარის მიღების შემდეგ კი გოგო თავს დაესხა.

დაშვებულ გოგოს დამწვრობის ცენტრში მკურნალობენ.

“გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, დამწვრობის შოკიდან არ გამოსულა, მეორე-მესამე ხარისხის 37%-იანი დამწვრობა აქვს, ქვემო კიდურები დაზიანებული აქვს, ასევე ორივე წვივი და ორივე ბარძაყი. ტრავმა სავარაუდოდ, ბენიზნის ააალების შედეგად აქვს მიღებული. ვიმეორებ, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, საკმაოდ სერიოზული დიაგნოზი აქვს, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთვსებული”, – აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე.

მომხდარიდან მალევ შსს-ს თანამშრომლებმა 24 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ფაქტთან დაკავშირებით უწყებამ განცხადებაც გაავრცელა სადაც წერია რომ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული შ.გ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.