პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, ანუ მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება.
საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.