1 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივნისს დროგამოშვებით იწვიმებს, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა ტემპერატურა +27, +32 გრადუსი იქნება. 30 ივნისს დღისით შედარებით გამოიდარებს, 1 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ზოგიერთ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში 29 ივნისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება. 30 ივნისს დღისით გამოიდარებს და 1 ივლისამდე მცირე წვიმა შესაძლოა მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე მოიმატებს.
რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 29 ივნისი +31°C, 30 ივნისი +32°C, 1 ივლისი +34°C, 2 ივლისი +34°C.