მამაკაცს, რომელსაც მტკვარში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

2020-05-28 22:44:35

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით მამაკაცი, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში მტკვარში ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის სამძებრო სამუშაოები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ჩართულები იყვნენ მყვინთავები და მაშველები, ასევე დრონების მეშვეობით ხდებოდა პერიმეტრის მონიტორინგი და მიმდინარეობდა ფსკერის სკანირება.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, 26 ივნისს, საღამოს საათებში, მეგობრებთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდა და გაუჩინარდა.