ხანძარი რუსთავის ცენტრალურ პარკში

2020-06-28 22:01:38

ხანძარი იყო რუსთავის ცენტრალურ პარკში. 

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ცეცხლი ხის კუნძს წაუკიდეს. ადგილზე მყოფმა დამსვენებლებმა ფაქტის შესახებ დროულად შეატყობინეს ცენტრალური პარკის დაცვის სამსახურს.

დაცვის თანამშრომელმა ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა ცეცხლის გაჩენის მიზეზი სიგარეტის ნამწვის ხესთან დაგდება გახდა.

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, პირი რომელმაც ცეცხლი გააჩინა კამერებით უკვე იდენტიფიცირებულია. გიორგი გოროზია ასევე აღნიშნავს რომ პარკში საკმარისი ურნებია და მოუწოდებს რომ მოსახლეობამ საყოფაცხოვრებო ურნებით ისარგებლონ.