რა თანხა გადაუხადა სახელმწიფომ რუსთავის სასტუმროებს

2020-07-03 10:54:55

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, თუ რა თანხა გადაიხადა სახელმწიფომ რუსთავის ტერიტორიაზე სამ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.

ასევე რა დაუჯდა კარანტიში ერთი ადამიანის 1 დღით შენახვა.

ამისთვის "ინფო რუსთავმა" საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მიმართა და ინფორმაცია გამოითხოვა

ტურიზმის საგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის, ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს.

სასტუმროს ნომრის ღირებულება მოიცავს: ოთახის ღირებულებას, სამჯერად კვებას, პირადი ჰიგიენის ნივთებსა  და დასუფთავების საშუალებებს (უკონტაქტო მომსახურებიდან გამომდინარე), თერმომეტრს, ასევე, საკარანტინო სივრცეებში განთავსებული პირებისათვის ოთახებში მუდმივად უზრუნველყოფილია წყალი, ჩაი, ყავა, შაქარი.

რუსთავის მასშტაბით საკარანტინე სივრცედ გამოიყო სამი სასტუმრო, ესენია: სასტუმრო „გრანდ ვეჯინი“, სასტუმრო „აუტო პაპა“ და სასტუმრო „ბიზნეს ცენტრი რუსთავი“.

პირველი საკარანტინე სივრცე რუსთავში 14 მარტისთვის სასტუმრო „ბიზნეს ცენტრი რუსთავში" მოეწყო, რომელმაც სახელმწიფოსგან კარანტინში პირების განთავსებისთვის 48 321 ლარი მიიღო.  სასტუმრო „ბიზნეს ცენტრი რუსთავში“ ამჟამად განთავსებულია 105 პირი, ხოლო 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა 714-მა ადამიანმა.

იქიდან გამომდინარე, რომ 21 მარტის შემდეგ ყველა სასტუმროს ნომრის ღირებულებას 59 ლარს შეადგენდა, გამოთხოვილ ინფორმაციაში არაა მითითებული, რა თანხა გადაუხადა სახელმწიფომ  "ბიზნეს ცენტრ რუსთავს" 14 მარტიდან 21 მარტამდე.

სასტუმრო "გრანდ ვეჯინში" მოწყობილ საკარანტინე სივრცეში საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების შენახვა სახელმწიფოს 27 258 ლარი დაუჯდა.

„გრანდ ვეჯინის" საკარანტი სივრცეში ამჟამად განთავსებულია 60 პირი, ხოლო 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა 402-მა ადამიანმა. საკარანტინე სივრცე "გრანდ ვეჯინში" საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მოეწყო, ტურიზმის სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე არაა აღნიშნული საგანგებო მდგომარეობამდე რა თანხას უხდიდა სასტუმროს საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეების განსათავსებლად.

მესამე საკარანტინე სივრცე რუსთავში 4 აპრილს სასტუმრო "ავტო პაპაში" მოეწყო, რომელსაც სახელმწიფომ 22 420 ლარი გადაუხადა. სასტუმრო "აუტო პაპაში"  ამჟამად განთავსებულია 40 პირი, ხოლო 10 მარტიდან დღემდე საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა 340-მა ადამიანმა.

გამოდის, რომ რუსთავის ტერიტორიაზე სამ სასტუმროში მოწყობილმა საკარანტინე სივრცემ ჯამში 1456 ადამიანს უმასპინძლა და ამ დროისთვის კარანტინში 205 პირი რჩება.

სამივე სასტუმროს კი სახელმწიფომ მარტიდან დღემდე 97 999 ლარი გადაუხადა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები