გააქტიურებულია ალტერნატიული ნომრები

2020-06-28 19:28:26

გადაუდებელი დახმარების ცხელი ხაზი 112 შეფერხებით მუშაობს. მოქალაქეები სასწრაფოსა და პოლიციაში დარეკვას ვერ ახერხებენ.

შსს-ის განცხადებით, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამოქმედებულია ალტერნატიული ნომრები:

კერძოდ:

032 2 411011– სახანძრო სამაშველო
032 2 418505 – საპატრულო (თბილისი)
032 2 418502 – საპატრულო (რეგიონი)
595073527, 595073838,595073876, 595073805, 595073723 – სასწრაფო (რეგიონი)
599842197, 599842195 – სასწრაფო (თბილისი)
უწყების ცნობით, სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

შსს შექმნილი ვითარებისთვის ბოდიშს იხდის.