მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილება

2020-06-28 17:31:16

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადაა. აღსანიშნავია, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.