რუსთავიდან გადაყვანილი პაციენტი გარდაიცვალა

2020-06-28 12:36:49

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ მე-15 პაციენტს ინფიცირება რუსთავის ცხელების ზონაში დაუდგინდა. "ინფო რუსთავს" ფაქტი მცხეთის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა მუმლაძემ დაუდასტურა.

გარდაცვლილი პაციენტი 82 წლის მამაკაცია, რომელსაც სომხეთში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ის ახალქალაქის მცხოვრებია.

მცხეთის სამედიცინო ცენტრში რუსთავიდან მამაკაცი სამკურნალოდ 2 კვირის წინ გადაიყვანეს. პაციენტი 14 ივნისადნ 27 ივნისამდე აპარატზე იყო შეერთებული. იმყოფებოდა მართვისთ სუნთქვაზე, ჰქონდა სხვადასხვა ორგანოს ქრონიკული დაავადება, მოციმციმე არითმეა, გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორონავირუსით ასევე ინფიცირებულია გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც, რომელსაც კორონავირუსი ასევე რუსთავის ცხელების ზონაში დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი მკურნალობას მცხეთის სამედიცინო ცენტრში გადის.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები