ძველი გარე განათების სანათები ახლით იცვლება

2020-06-28 12:28:07

რუსთავის მასშტაბით  გარე განათების ქსელის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

რუსთავში ძველი გარე განათების სანათები ახლით იცვლება. სამუშაოებს რუსთავსერვის ცენტრის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე ძველ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე აწარმოებს.

სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქის მასშტაბით, ახალი ტიპის ე.წ. ლედ სანათები მონტაჟდება, რითაც ელექტროენერგიის გადასახადი დაიზოგება.

"ქსელის სრულყოფის მიზნით, გარკვეულ მისამართებზე გარე განათების ლამპიონები ემატება და ენერგოეფექტური LED სანათები მონტაჟდება. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა", - აცხადებენ რუსთავსერვის ცენტრში.