რუსთავში პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა

2020-06-28 11:28:29

რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა  - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპაუნა ბახტაძემ განუცხადა.

ბახტაძის ინორმაციით, ინფიცირებული შუახნის ასაკის ქალია. ის რუსთავის საკარანტინო სივრცეში “გრანდ ვეჯინში” იყო მოთავსებული. ინიფიცირებული საქართველოს მოქალაქე, კერძოდ კი ფოთის მკვიდრია და ის ქვეყანაში მოსკოვიდან დაბრუნდა.

როგორც ცხელების ცენტრში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, პაციენტი შემდგომი მკურნალობისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.