კოვიდ19-ით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2020-06-28 10:43:07

კორონავირუსის ინფექციით საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი მცხეთაში დაფიქისრდა.

„გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, ის საქართველოს მოქალაქეა, შემოსული იყო ერთ ერთი მეზობელი ქვეყნიდან, მისი მდგოამრეობა თავიდანვე მძიმედ შეფასდა.ჰქონდა მრავლობითი თანმხლები დაავადებები და უკანასკნელი ორი კვირა იყო ხელოვნურ ვენტილიაციაზე“ – ამ ინფორმაციას დაავადებათა კონსტროლის ცენტრის პრესასამხური ავრცელებს.

მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ აისახა.საერთო ჯამში, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვალების 15 შემთხვევა ფიქსირდება.