რამდენიმე ქუჩაზე წყლის მიწოდება შეიზღუდება

2020-06-27 19:16:05

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

გიორგაძის ქ N34-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს 27 ივნისს 19:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე წყალმომარაგება შეუწყდება:

გიორგაძის, ჩეხოვის, ჩაპაევის, გრანელის, ბარნოვის, ქუჩებს და რჩეულიშვილის 8ა-ს.