მტკვარში მამაკაცს ეძებენ

2020-06-27 18:14:03

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ქესალოში, მაშველები მტკვარში მამაკაცს ეძებენ. საძიებო სამუშაოები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გუშინ, 26 ივნისს, საღამოს საათებში, მეგობრებთან ერთად თევზაობდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდა და გაუჩინარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ინფო რუსთავს"განუცხადეს, რომ ადგილზე მობილიზებულია მყვინთავებისა და მაშველების ჯგუფი. დრონების მეშვეობით ხდება პერიმეტრის მონიტორინგი და მიმდინარეობს ფსკერის სკანირება.