ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

2020-06-27 16:03:33

აბაშის ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით დაშავებული მამაკაცი ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით  მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.