გიორგი შაქარაშვილის საქმე

2020-06-27 15:33:01

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 4 პირს ბრალი რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში წარუდგინეს.

არსებული ინფორმაციით, რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორში შაქარაშვილის საქმეზე მყოფ პირთაგან 1 არასრულწლოვანია.

დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.

რუსთავში მყოფ დაკავებულებს ბრალი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის მუხლებით აქვთ წარდგენილი. დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 15 ადამიანს.